საგანი:
ბიოლოგია
კლასი:
IX კლასი
გაკვეთილის სათაური:
მიტოზი
სწავლების საფეხური:
საბაზო
მოსწავლეთა რაოდენობა:
27 მოსწავლე
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი : 1 მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლე დაკვირვების საფუძველზე აღწერს მიტოზის ფაზებს, მსჯელობს შვილეულ უჯრედებში
ქრომოსომების განაწილების კანონზომიერებებზე, მიტოზის ბიოლოგიურ როლზე.
შესაბამისობა
ეროვნულ სასწავლო გეგმის სტანდარტთან:
ბიოლ. IX.6. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა, ჩამოაყალიბოს
მემკიდრეობითობის კანონები; იმსჯელოს გენეტიკის მნიშვნელობაზე სელექცისა და მეიცინაში.
წინასწარი ცოდნა:
უჯრედის აგებულება; ქრომოსომის აგებულება;
შეფასება: პრაქტიკული სამუშაო (დაკვირვება და აღწერა, მუშაობა
სქემაზე); ჯგუფური მუშაობა; ჩართულობა;
საჭირო მასალა:
სახელმძღვანელო; წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია
(ფოტოილუსტრაციებით); ვიდეო მასალა მიტოზის
შესახებ; პროექტორი, კომპიუტერი, მარკერი, საღებავები, ფუნჯები ფორმატი, ფერადი ფურცლები,
დაფა, ცარცი
გაკვეთილის მსვლელობა:
- შესავალი საუბარი, სქემაზე დაკვირვება - 10წთ.’
მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაციით
ვუხსნით უჯრედის სასიცოცხლო ციკლს (ინტეფაზა, უჯრედის გაყოფა), მოცემულ ილუსტრაციებზე
ვთხოვთ დააკვირდნე და ახსნან თითოეულ ფაზა. სსმ მოსწავლე აკვირდება და შეკითხვების საშუალებით
პასუხობს კითხვებს: რა განსხვავებას ხედავს ფაზებს შორის, რა ემართება ბირთვს, რამდენი
ქრომოსომაა ამათუიმ ფაზაში, ქრომოსომები რამდენი ქრომატიდისაგან შედგება.
- ვიდეოს ჩვენება - 3წთ.
- ტექსტზე მუშაობა, ინფორმაციის ანალიზი, დასკვნის გამოტანა 10წთ.
მოსწავლეებს ვთხოვთ ყურადღებით წაიკითხონ
ტექსტი და ინდივიდუალურად შეავსონ კოგნიტური სქემა.
დაფაზე წინასწარ დახაზულია სქემა,
რომელშიც ჩაწერილია შეკითხვები, რაც გაუადვილებს მოსწავლეებს დავალების შესრულებას.
სსმ მოსწავლე ტექსტში ფანქრით ხაზს უსვამს ძირითად საკითხებს.
- პრეზენტაცია – 5წთ.
ვისმენთ მოსწავლეთა პრეზენტაციებს
და ერთ-ერთი მოსწავლე ავსებს დაფაზე მოცემულ სქემას. სქემის შევსებაში მონაწილეობას
იღებს სსმ მოსწავლე. სახელმძღვანელოში მონიშნული ტექსტის მიხედვით პასუხობს კითხვებს.
- გაკვეთილის შეჯამება - ჯგუფური მუშაობა (მიტოზის სქემის აწყობა) 13 წთ.
კლასი დაყოფილია 7 ჯგუფად. თითუეული
ჯგუფი ფერად ფურცლებზე, საღებავებით, ხატავს თითო ფაზას.
I ჯგუფი - დიაგრამულდ გამოსახავს უჯრედის სასიცოცხლო
ციკლს (ინტერფაზა, მიტოზი)
II ჯგუფი - ხატავს პროფაზას
III ჯგუფი - ხატავს მეტაფაზა
IV ჯგუფი - ხატავს ანაფაზას
V ჯგუფი - ხატავს ტელოფაზას
VI ჯგუფი - ხატავს ციტოკინეზს
VII
ჯგუფი - ხატვის პროცესში ახორციელებს
მონიტორინგს და ნამუშევრების დასრულების შემდეგ ფორმატზე აწყობს მიტოზის სქემას. აწყობისას
ხდება სქემის
განხილვა შეკითხვებით
სსმ მოსწავლე შედის VII ჯგუფში და მონაწილეობას
იღებს სქემის აწყობაში.
- შეფასება - 2წთ.
- საშინაო დავალება - მიტოზის მოდელის აწყობა - 2წთ.
გაკვეთილზე გამოყენებული პრეზენტაცია და ვიდეო მასალა:
No comments:
Post a Comment