პროექტები



პროექტის რეფლექსია

    ამ პროექტის განხორციელების იდეა წარმოშვა იმან, რომ ყველა ჩვენგანი ხედავს როგორ ხდება ხეების გაჩეხვა, მცენარეები კი  არა მარტო ჟანგბადის წყაროა დედამიწაზე, არამედ მათ შეიძლება „მწვანე ხალათიანი ექიმებიც“ კი ვუწოდოთ. მინდოდა მოსწავლეებს დაენახათ მათი როლი, უფრო მოფრთხილებოდნენ და სიღრმისეულდა ჩაწვდომოდნენ მათ მნიშვნელობას. ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა ტიპის მცენარეები და მათი აგებულება. მინდოდა თვითონ მისულიყვნენ იმ დასკვნამდე, რომ მცენარის ყველა ორგანოს რა დიდი მნიშვნელობა აქვს.
ასევე ვფიქროფ პროექტებით სწავლება შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.

   მთელი პროექტის განმავლობაში მოსწავლეები მოტივირებული იყვნენ, მაგრამ ეს მოტივაცია უფრო გაიზარდა როდესაც ამ პროექტს საბოლოოდ კონკურსი ასრლებდა, რადგანაც ვფიქრობ შეიქმნა კონკურენტული გარემო. ეს გამოცდილება მოსწავლეებს დაეხმარა არამარტო ცოდნის შეძენაში, არამედ ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა ჯგუფური მუშაობა, სხვისი აზრის გაზირება, კონკურენტულ გარემოში თავის წარმოჩენა, აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა და ორგანიზატორული უნრები. მაგ:კლასში იყო ერთი მოსწავლე, რომელიც ნაკლებ აქტიურია გაკვეთილზე, მაგრამ პროექტის მსვლელობისას შესანიშნავი ორგანიზატორული უნარები გამოავლინა, აქტიურად ჩაერთო და საბოლოოდ ერთ-ერთი იყო იმ მოსწავლეებს შორის, რომლებიც საუკეთესოდ წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე. ასევე დადებითი როლი იქონია ისტ-ის გამოყენებამ, ყოველ შეხვედრაზე მოსწავლეებს მოქონდათ ახალი მასალები, რომელსაც ვაჯამებდით, ვარჩევდით. ძალან ბევრი საინტერესო ინფორმაცია აღმოაჩინეს, მაგრამ პროექტის წარმატებას მივხვდი მაშინ როდესაც ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა, რომ რაც ამ პროექტზე დაიწყო მუშაობა  ძალიან შეუყვარდა ყვავილები და სახლშიც კი ყვავილების მოვლით იყო დაკავებული.




ანგარიში ამოცანის განხორციელებაზე

მოვაგვარეთ:

  • მოცემულ ვადაში ჩვენ წარმატებით გავართვით თავი:
  • შევარჩიეთ ჯგუფის სახელები, ლოგო და დევიზი.
  •  დავწერეთ ჯგუფის წარსადგენი სიტყვა.
  • მოვიძიეთ ინფორმაცია სამკურნალო მცენარეების შესახებ, დავახარისხეთ, შევაჯამეთ და ავაწყეთ პრეზენტაცია.
  • მოვიძიეთ ლეგენდები, შევარჩიეთ საუკეთესო და ვიმეცადინეთ მხატვრულად მის გადმოცემაში.
  • მოვაგროვეთ მასალა ფორმატის გასაკეთებლად.

წავაწყდით დაბრკოებას:
პროქტის მსვლელობისას ერთ-ერთი დაბრკოლება იყო ის, რომ პროექტის მსვლელობისას საჭირო იყო პრეზენტაციის აგება, ვინაიდან პროექტი ტარდებოდა მე-5 კლასში, პრეზენტაციის პროგრამის შესწავლა კი მე-6 კლასში ხდება, ამიტომ ბავშვები მოიძიებდნენ ინფორმაციას და ამუშავებდნენ Word-ში, ხოლო შემდეგ ჩემი დახმარებით ავაწყეთ პრეზენტაციები. პრობლემა ამით მოგვარდა.

ჯგუფური თანამშრომლობა:
ჯგუფში ლიდერის არჩევა მოხდა მოსწავლეების მიერ, ფუნქციები იყო გადანაწილებული. მასალის მოძიებისას ყველას მოჰქონდა თავიანი მოძიებული მასალა და იქიდან ხდებოდა საუკეთესოს შერჩევა. ყველა მოსწავლე თანაბრად და აქტიურად იყო ჩართული პროექტში.

კავშირი სხვა საგნებთან:
ეს პროექტი ყველაზე მეტად დაკავშირებული იყო ქართულთან და კერძოდ ინფორმაციის მხატვრულად გადმოცემასთან. რადგანაც ლეგენდის გადმოცემისას ესეც იყო შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი. ასევე გეოგრაფიასთან მცენარეთა სამშობლოსა და გავრცელებასთან დაკავშირებით.

















No comments:

Post a Comment